ვერძი
მხოლოდ დაფიქრება გჭირდებათ, რათა იპოვოთ სწორი გზა. აირჩიეთ მიმართულება და მთელი გონება მიმართეთ არსებული გაუგებრობებისა და პრობლემების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ, გარისკოთ კიდეც.
კურო
წარმატებით გაართმევთ თავს პირად პრობლემებს, შეძლებთ ფულთან დაკავშირებული საქმეების სარგებლიანად მოგვარებას. სიფრთხილით მოეკიდეთ ჰიგიენის თემას, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციური დაავადებები.
ტყუპები
დიდ მოწონებას დაიმსახურებთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანისგან. სასიამოვნო ნაცნობობა შესაძლოა, კარგ მეგობრობად იქცეს. ახლა ბევრი ფიქრი და ყოყმანი ნებისმიერ სფეროში წაგებიანია, კარგი შანსი გაქვთ, ნახტომის გასაკეთებლად.
კირჩხიბი
სასურველია, ცივი გონებით ადევნოთ თვალი ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მოთოკეთ თავი ფეთქებადი ემოციებისგან და ნაკლები ყურადღება მიაქციოთ გარშემომყოფთა სიტყვებსა და ქმედებებს.
ლომი
შანსი გაქვთ, დიდი კარიერული ნახტომი გააკეთოთ და პირად პრობლემებსაც ბოლო მოუღოთ. გადაწყვეტილების მიღებისას, არ დაგავიწყდეთ, განიხილოთ საკითხების ეთიკურობა, გაითვალისწინეთ ყველა ნიუანსი და შემდეგ იმოქმედეთ.
ქალწული
თქვენი გეგმების განხორციელებაში შეფერხებებია მოსალოდნელი, ნუ გექნებათ დასვენების იმედი, სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები სწრაფ რეაგირებას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
სასწორი
ახლა მიზეზი გაქვთ, თქვენი წარმატება სამსახურში აღნიშნოთ და ბოლო მოუღოთ კოლეგებთან კონფლიქტებსა და გაუგებრობებს. სასიხარულოა იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი შეძელით და სასურველი შედეგი მიიღეთ.
მორიელი
შესაძლოა, დღეს მნიშვნელოვანი წინადადება შემოგთავაზონ, მაგრამ სასურველია, ყოველი დეტალი კარგად გაარკვიოთ და გააანალიზოთ. გაამახვილეთ ყურადღება თქვენს ინტუიციაზე და შეგრძნებებზე.
მშვილდოსანი
შესაძლოა, სამსახურთან დაკავშირებით, მოულოდნელმა ცვლილებებმა იჩინოს თავი, რაც თქვენი გეგმებისა და ამოცანების კორექტირების მოითხოვს, მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს თანამდებობასა და საქმიანობას საფრთხე არ ემუქრება.
თხის რქა
ახლა თავმდაბლობით უფრო მეტ სიკეთეს მოუტანთ თქვენს საქმეს. შეძლებთ, პატარ-პატარა გამარჯვებებით დაიკმაყოფილოთ თქვენი ამბიციები და გზა გაიკვალოთ დიდი სიმაღლეებისკენ.
მერწყული
გამოიჩინეთ მეტი სითამამე და გაბედულება და განახორციელეთ დიდი ხნის ოცნებები. შემოიკრიბეთ მეგობრები, თანამოაზრეები და შეუდექით მზადებას საინტერესო ღონისძიებებისათვის.
თევზები
ფრთხილად და აუჩქარებლად მიჰყევით თქვენი მიზნებისკენ მიმავალ გზას. ინიციატივის გამოჩენა და აქტიურობა ახლა არაეფექტურია, მხოლოდ დინჯი და მოზომილი ნაბიჯები იქნება წარმატების მომტანი.