“ძაან მოხვდათ გულზე, უკვე ძალიან, ძალიან ტეხავს”- რას წერს ინგა გრიგოლია?

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ჯგუფ “მგზავრების” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს პირად გვერდზე ეხმაურება და ქართული ოცნების წარმომადგენლებს საჯაროდ მიმართავს:

“მგზავრების“ რუსეთში სიმღერაზე ახლა რომ იხევენ სახეებს ქოცები, კონცერტზე რომ უარი არ ეთქვათ და იმ პარკის გახსნაზე ემღერათ, მერე რა ხდებოდა? კულტურა, ზრდილობა და IQ, ქოცებო. კულტურა, ზრდილობა, IQ.

დაიმშვიდეთ ნერვები.

უბრალოდ, სიმღერაზე უარი ძაან მოხვდათ გულზე, რადგან აღმოჩნდა, რომ ქოცთთვის ცეკვა-თამაში უკვე ძალიან, ძალიან ტეხავს და ჯაჭვური იქნება ეს ამბავი.”- ვკითხულობთ ინგა გრიგოლიას პოსტში.

შეგახსნებთ, რომ 20 ოქტომბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით “მგზავრებს” უნდა ემღერათ, თუმცა ჯგუფმა აღნიშნულ ღონისძებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 17 ოქტომბერს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზღვისუბნის პარკის გახსნაზე “მგზავრების” კონცერტი აღარ გაიმართებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.