„პრაიმ ჰაუს ALL STAR-ის“ მონაწილე, ნიკოლოზ ქართველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„24 ოქტომბერია… შენი დაბადების დღეა, პირველად არის, რომ შენს დაბადების დღეზე ერთად არ ვართ… ჯერ თვეებია გასული რაც გაფრინდი, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები უშენობას… უდედობა ძალიან რთული ყოფილა… რამდენჯერ დავხედავ ტელეფონს იმის მოლოდინში, რომ შენი ზარი ან მესიჯი დამხვდება რომელიც უამრავი იყო… აღარ მირეკავ დღეში 10 ჯერ და აღარ მკითხულობ… რამდენ ადამიანში მეშლები ქუჩაში, და რამდენ ხმას ვამსგავსებ შენსას… ძალიან კარგი დედა იყავი, საუკეთესო დედა, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო ცოლი, საუკეთესო ბებია… ჩემო ნანა, როგორ მენატრები… გილოცავ შენს დაბადების დღეს… მადლობა ყველაფრისთვის.
გაუფრთხილდით მშობლებს, თორემ დრო ძალიან მალე გადის… როცა ვკარგავთ მაშინ უფრო ვაფასებთ“, – წერს ნიკოლოზ ქართველი.