მამაკაცი, რომელიც წუხელ საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. კონფლიქტი რამდენიმე ადამიანს შორის დაიწყო და დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, მოკლული 23 წლის გიორგი საყურაშვილია. ის გლდანში ცხოვრობდა. ბიჭის ახლობლები ჰყვებიან, რომ ის უკონფლიქტო და ძალიან კარგი პიროვნება იყო.
„ძალიან კარგი ბიჭი იყო, ერთ-ერთ ინსტრუმენტზე უკრავდა, მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა. კარგი ოჯახის შვილი, გამარჯობას ვერ დაასწრებდი, უკონფლიქტო ადამიანი იყო“,- ჰყვებიან ახლობლები.
ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.