ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ნათია წერს, დღეს მისი და გიორგის დღეა.
“28 სექტემბერი. ასე დაიწყო ზღაპარი…რიცხვები ამერია და არ ვიცოდი რომ 28 იყო, უცებ გოგიჩას დედამ ,”ნათი დღეს თქვენი დღეა, 28 სექტემბერია” უცებ შევცბი საკუთარ თავზე გავბრაზდი, გონებაში დღის ყველა მონაკვეთი გადავახვიე, რატომ არსად იყო გოგიჩა… ინსტინქტურად ტელეფონს ვეცი… დამხვდა! აბსოლუტურად უცნობი ადამიანის, არანორმალურად ტკბილი და სიყვარულით სავსე გზავნილი, მერიდება ასე დადება, თორემ თქვენამდეც იგივე ემოციით მოვიდოდა, ზუსტად ისეთი სიმძაფრით, როგორც თვითონ მოდის ამ სასწაულებით!!!!
მიყვარხარ ჩემო ბიჭო მთელი შენი ისტორიით, იმ ბედნიერებით რაც ერთად შევქმენით, რაც გამოგვივიდა და ასე ვუფრთხილდები! ასე მგონია, კი არ გაქრი, ყველა ჩვენგანში გადანაწილდი. თითქოს სულ ამას ვყვები შენს ზღაპრის გმირობაზე, მაგრამ ყველა ასეთი ამბავი ერთმანეთზე ძლიერი ემოციაა, მეტი სიყვარულია, რომელიც დაგვიტოვე. თითქოს შენვე ზრუნავ, დატოვებული ტკივილი ამ უწყვეტი სიყვარულით შეგვივსო… რა მაგარი ბიჭი ხარ იცი!!! სულ რომ ხარ და ჩვენი შეწყვეტილი თამაშის ასეთი ზღაპრული გაგრძელება რომ შეგიძლია! “მიკაკააა” – როგორც შენი აივი ამბობს ხოლმე გოგიჩა ბაბუს სურათზე! ჩვენთან ხარ, სულ ხარ… ყველგან ხარ,” – წერს ნათია ბანძელაძე.