მოკლული კესარია აბრამიძე გუშინ დაასაფლავეს ვაკის კერძო სასაფლაოზე.
ჯიქიას სახელობის სასაფლაოსთან მდებარე სარიტუალო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი, სადაც უამრავი ხალხი იყო მისული.
როგორც ცნობილი გახდა კესარია აბრამიძეს წესი არ აუგეს.
მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიდონია კომენტარს აკეთებს.
„ჯაიანს ეკუთვნის წესის აგება, როცა გადავა მარადისობაში?“ – წერს სოციალურ ქსელში დედა სიდონია.