სოციალურ ქსელში კესარიაზე ერთი ძალიან ემოციური ამბავი გავრცელდა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”წლების წინ, მაშინ სვეტიცხოველში ვიყავი. ზამთრის პირი და მოღუშული დღე იდგა. ვფიქრობ, საშობაო მარხვა დაწყებული იყო. მომლოცველებიც იშვიათად გამოჩნდებოდნენ. ტაძარში, ჯვარცმასთან ახლოს მდგარ სკამზე ვიჯექი და მცირე პანაშვიდისთვის ვემზადებოდი. უმწეო ადამიანის ქვითინი ჩამესმა, რომელიც ხმაურიან ტირილში გადაიზარდა. წამოვდექი, იქნებ შველა უნდა მეთქი, გავიფიქრე. ღვთისმშობლის ხატთან კესარია იდგა, ტკივილით და სინანულით სავსე… მანამდე და არც მერეც მსგავსი სინანული არავისგან მიგრძვნია…
დანარჩენი ღმერთმა იცის!..”
პეტრე კოლხი.