კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის, დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
„ეს იყო შოკი ჩემთვის, მინდა მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო. დღეს შვილს არავის უნდა უკლავდნენ.
მე ორივეს ვტირი, როგორც კესოს, ისე ბექას. რაც არ უნდა ყიფილიყო, სიცოცხლის გამოსალმებას არაფერი ამართლებს. მკვლელი უნდა დაისაჯოს. ბექასგან მიკვირს რომ ასეთი სისასტიკე ჩაიდინა, მას გამართლება ნამდვილად არ აქვს.
ძალადობაზე არაფერი ვიცოდი, მას (კესარიას) უნდოდა, რომ ბექას ცოლად მოეყვანა.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე კესოს, შენს შვილს ცოლად მოვყავარო და თანახმა ხარო? მითხრა“, – ამბობს ბექა ჯაიანის დედა.