სად გაქრა სანდრა რულოვსი და რატომ აღარ აქტიურობს სოციალურ ქსელში? – Ambebi.ge ამ თემით დაინტერესდა.
“წყარო გვიყვება, რომ რულოვსის იმიჯის შეცვლა მის ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს უკავშირდება. ჩვენი ინფორმაციით, პირად ცხოვრებაში სიახლეები აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს.
სანდრა რულოვსი საქართველოში აგრძელებს ცხოვრებას და როგორც წყარო გვიყვება, ყოფილი პირველი ლედი შეყვარებულია. ვინ არის ლედის რჩეული, ამაზე თბილისში უკვე ბევრს საუბრობენ, თუმცა როგორც ჩანს, თავად არ სურს ამ ეტაპზე, რომ ახალი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ისაუბროს. ჩვენი ინფორმაციით, მისი რჩეული ქართველი არ არის”.