„ვერც დავდებ, ვერც გაგიზიარებთ – უმძიმესი ფოტოა, სისხლის გუბეში უმოწყალოდ აჩეხილი კესარია“ – რას წერს ჟურნალისტი?

მსახიობისა და მოდელის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა დღეს, გამთენიისას ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე წერს, რომ კესარია აბრამიძე სასტიკად არის მოკლული, სავარაუდოდ, მას ხელ-ფეხი თოკით ჰქონდა შეკრული. 

„ვერც დავდებ, ვერც გაგიზიარებთ – უმძიმესი ფოტოა, სისხლის გუბეში უმოწყალოდ აჩეხილი კესარია, რომელიც როგორც ჩანს, მკვლელს დაბმული ჰყავდა თოკებით, ხელით და ფეხით! როდის ხდებიან ადამიანები ასეთი პირუტყვები, როდის?! სიკვდილიცაა და სიკვდილიც…“ – დაწერა ელისო კილაძემ.