პოლიციამ კამერები მაშინვე ამოიღო, როცა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ჩვენ გვერდით ქუჩაზე ვცხოვრობთ და კორპუსი აღჭურვუილი გვაქვს კამერებით.
ჩვენთან იყო პოლიცია მოსული და ამოიღო ჩანაწერი. კადრებში ჩანს, როგორი მშვიდი ნაბიჯით მიდის მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც შავი მაისური აცვია. პოლიცია, მაშინვე იმ მიმართულებით გაიქცა, როგორც კი კადრები ნახა,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა.
მისი თქმით, სახლში იმყოფებოდა, როცა დაურეკეს, რომ პოლიციას კამერების ჩანაწერები აინტერესებდა.