გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სასტიკად მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია. კესარიას მეგობარი ვანიკო კარელიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ჯაიანს პირადად იცნობდა. წყვილი ხშირად შორდებოდა ერთმანეთს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც რიგდებოდნენ.
„ორი წელი ერთად იყვნენ. ორი კვირის წინ ჩვენ სამნი ერთად ვიყავით აუზზე, ვიდრე დაშორდებოდნენ. მათი ურთიერთობის მომხრე არ ვიყავი, სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. თითქმის ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა. ბოლოს რომ იჩხუბეს, კესომ უთხრა, ვიდრე არ გაოფიციალურდება ჩვენი ურთიერთობა, უნდა დავშორდეთო. სადღაც ათი დღეა დაშორდებულები იყვნენ.
მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო. ჩვეულებრივ ვკონტაქტობდით ხოლმე, ჩემთვის შეურაცხყოფა არასოდეს მოუყენებია, მაგრამ ესენი ვერ რიგდებოდნენ.
გუშინ მომხდარის შემდეგ ერთად ვიყავით მე და კესოს დედა, შოკირებულია, მომხდარს ჯერ ვერ აანალიზებს…” – უთხრა “ამბებს” ვანიკო კარელიძემ.
ambebi.ge