23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 fun time

 21:00 სამ. 22 ოქტომბერი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მახვილი ინტუიცია და სიტუაციასთან ადაპტაციის უნარი მუშაობაში და სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. საინტერესო ნაცნობობა გელით, ამიტომ სახლში ნუ დარჩებით, მეგობრებს შეხვდით და სადმე გაისეირნეთ. დაოჯახებულმა ვერძებმა მეუღლესთან ურთიერთობაში მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. პატივი ეცით და დააფასეთ ადამიანები, რომლებიც გენდობიან.

კურო

ეცადეთ, აქტიური მუშაობისთვის განეწყოთ, რომელიც ამ დღეს ჩვეულებრივზე უფრო რთული გეჩვენებათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სიმშვიდე შეინარჩუნოთ – სავარაუდოდ, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ეცადეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი დაგეგმოთ და იმპულსურ ქმედებებს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი დაუთმეთ – დღეს კომპრომისების დღეა. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან ამან შეიძლება ნერვიულ აშლილობამდე მიგიყვანოთ.

ტყუპები

ამ დღეს მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდება, ვიდრე ელოდით. ნუ დაიბნევით, ეს დღე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოიყენეთ. სავარაუდოდ, ხანგრძლივი მუშაობა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, სამაგიეროდ, მალე დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ახლობელი ადამიანი საინტერესო იდეას გაგიზიარებთ, რომელსაც მალე მოგებიანად განახორციელებთ. ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ.

კირჩხიბი

საქმიანი თვისებები, ინიციატივა და შეუპოვრობა პროფესიულ სფეროში დაგეხმარებათ. საკუთარ ნიჭსა და უნარებზე საუბრის ნუ მოგერიდებათ – გახსოვდეთ, რომ თქვენი ფინანსური შემოსავალი გონივრულად წარმოებულ თვითრეკლამაზეა დამოკიდებული. თქვენს პროფესიონალიზმს მნიშვნელოვან ადამიანები შენიშნავენ და შეიძლება ერთგვარი წახალისება მიიღოთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს უფრო ხშირად და ყურადღებით უსმინოთ და შეიძლება ბევრი საინტერესო გაიგოთ.

ლომი

ამ დღეს წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობთ. გულზე ხელებდაკრეფილი ნუ იქნებით – დაწყებული საქმის შედეგი თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. შესანიშნავი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად. მთავარია, არავის ენდოთ და ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ. სახლში სიმშვიდე და ურთიერთგაგება სუფევს.

ქალწული

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ დიდი ხნის ოცნებას ფრთები შეასხათ. გახსოვდეთ, რომ იღბალი მშრომელი ადამიანების მხარესაა. განიხილეთ ყველა შეთავაზება, რადგან ზოგი შეიძლება ძალიან მოგებიანი და საინტერესო იყოს. ოჯახურ ურთიერთობებში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად ყოველდღიურ, მცირე პრობლემებს ყურადღება უნდა მიაქციოთ. თავი შეიკავეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევისგან.

სასწორი

დროა, საკუთარი სურვილების ასრულებას შეუდგეთ. შანსი გაქვთ, რომ ცხოვრების გარკვეულ სფეროებში ახალ, უფრო მაღალ დონეს მიაღწიოთ. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეგეპაროთ. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ, შურიან ადამიანებს, რომლებიც ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ. მოძებნეთ ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ისე, რომ არც ერთი მხარე არ დააზარალოთ.

მორიელი

ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღებად ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. გამორიცხული არ არის მოგებიანი შეთავაზება, რომელიც კარგ შემოსავალს და მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგიტანთ. შეიძლება, მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. მშობლები ცდილობენ, საკუთარი გაიტანონ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს დაუგეგმავი შემოსავალი ელის.

მშვილდოსანი

დიდი ცვლილებები გელით. ნუ ელოდებით, რომ საქმეს, თქვენ ნაცვლად, სხვა გააკეთებს. სასურველის მისაღებად ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ და მეტი იაქტიუროთ. ახლა თქვენ გაქვთ საკმარისი ენერგია, რომ ყველაზე რთულ და შრომატევად სამუშაოს შეეჭიდოთ და მოგებიან თანამშრომლობას დათანხმდეთ. პირად ცხოვრებაში პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ გირჩევთ საყვარელი ადამიანი არ მოატყუოთ. გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველა საიდუმლო გაცხადდება.

თხის რქა

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენს მომავალ კეთილდღეობას საფუძველი ჩაუყაროთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ. ფრთხილად იყავით – არ არის გამორიცხული, რომ კონკურენტებმა ან არაკეთილგანწყობილმა ადამიანებმა პრობლემები შეგიქმნან. როდესაც საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგებით, ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს დაგეხმარნენ.

მერწყული

კარგი შესაძლებლობა გაქვთ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. მთავარია, არ აჩქარდეთ და წესები არ დაარღვიოთ. ეცადეთ თქვენი ენერგია გონივრულად გამოიყენოთ და საუკეთესო ბიზნესწინადადებას დათანხმდეთ. საღამოს შეგიძლიათ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ, რა თქმა უნდა, თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა კოლეგებსა და თანამოაზრეებს შორის საყვარელი ადამიანი აღმოაჩინოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა თვითგანვითარებისა და ჰორიზონტის გაფართოებისთვის. პროექტები, რომელთა დაწყება გეშინოდათ, ფინანსურ და პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ. სოციალურ ქსელებში შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ – ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის აღება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ეცადეთ, იმუნური სისტემა გაიძლიეროთ და ჯანსაღი საკვები მიიღოთ.