ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
,,როცა სახალხო შეკრებას, სადაც ბევრი შენი ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, კაცი და ქალია ბავშვებთან ერთად, სადაც შენი შვილების მეგობრები, კლასელები, უბნელები არიან, “პრაიდად” მოიხსენიებ შესაბამისი კნინობითი კონოტაციით, იმიტომ რომ ერთმა მდიდარმა და ბოროტმა კაცმა სახრავი გადმოგიგდო, მინდა იცოდე, რომ არც ღირსება გაქვს, არც ღმერთის გწამს, არც მშვიდობა გინდა და არც მოყვასისთვის გემეტება რამე, რასაც სულ ტყუილად იბრალებ.
მოკლედ, სწორედ ისა ხარ, ვისთანაც, თბილისურ ჟარგონზე რომ გითხრა, ამ ხალხის გაიგივება გინდა…”