“ვაიმეე მე შევესწარი მის მკვლელობას .შოკში ვარ. საწყალიიიუფალმა ნათელში ამყოფოს.”
“ძალიან მიყვარხარ შენზე წარსულში მიყვარდა თქო ვერ ვიტყვი სულიი მეწვიიის გულიიი გავქვავდი ღმერთო ტატო” – წერენ სოციალურ ქსელში ახალაგაზრდა ბიჭის ახლობლებლები, რომელიც გუშინ მოკლეს.
მოკლულია ტატო ფირცხალაიშვილი.
როგორც თვითმხილველი “მთავარ არხს” უყვება, კაცს ჯერ მანქანით დაეჯახნენ, რასაც შელაპარაკება და ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ კი, მანქანიდან გადმოსულმა ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ჯერ გაისროლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, რომელთაც კამერებთან გამოჩენა არ ისურვეს, კონფლიქტის მიზეზი აღებული ვალი იყო. ინციდენტს 10-მდე მონაწილე ჰყავს. წინასწარი ინფორმაციით საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. შსს-ში კი დეტალებს ამ დრომდე არკვევენ.