ასტროლოგია არა მარტო ზოდიაქოს ნიშნების შეცნობაა, არამედ მათი დადებითი და უარყოფითი თვისებების და მათი შიშების გამოვლენაც კია.
რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს და რითაა ეს შიშები გამოწვეული?
1. ვერძი
ვერძს მიაჩნია, რომ ის ყოველთვის მართალია. მზადაა, თავისი შეხედულება ნებისმიერ ფასად დაიცვას. მისი მთავარი შიშია – ახლობლების და ოჯახის წევრების კეთილგანწყობის დაკარგვა. ამის მიუხედავად, მათ წინაშეც კი არ აღიარებენ, რომ ცდებოდნენ.
2.კურო
კუროები კონსერვატორები არიან. დაცულობას, საიმედოობას, ხვალინდელი დღის სტაბილურობას აფასებენ. ყველაზე მეტად მათ ფინანსური კრიზისი აშინებთ, რადგან სწორედ ფულს მოაქვს მათთვის ზემოთნახსენები დაცულობისა და სტაბილურობის შეგრძნება.
3.ტყუპები
ტყუპები-ორმაგი ნიშანია და ხშირად იცვლის აზრს. მისი საქციელის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ეს ადამიანები მაშინ გრძნობენ თავს საფრთხეში, როცა გარემოება აიძულებთ ერთი სქემით იმოქმედონ და თავისი კორექტივების შეტანა არ შეუძლიათ მასში.
4.კიბო
კიბოებს სახლის სიმყუდროვე და კომფორტი უყვართ. ეშინიათ პრობლემების, რომელთაც ამ სასტიკ სამყაროში შეიძლება შეეჯახონ. ისინი მიიჩნევენ, რომ სახლის ჩვეული გარემოს მიღმა, სიმარტოვეში, პრობლემებს თავს ვერ გაართმევენ.
5.ლომი
საკუთარ თავში დარწმუნებულ, მამაც და ერთი შეხედვით უშიშარ ლომებსაც აქვთ აქილევსის ქუსლი. მათ ეშინიათ, რომ შეუმჩნევლები დარჩებიან. მას ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.
6.ქალწული
ქალწულს ორგანიზებულობა, წესრიგი და დაგეგმვა უყვარს. ის სკრუპულოზურად ეკიდება დეტალებს და ისწრაფვის ყველაფრის სრულყოფისკენ, რაც მას გარს აკრავს. მათი ყველაზე დიდი შიშია – ქაოსში აღმოჩენა.
7.სასწორი
სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ვენერას მიერ მართული სასწორი აღმერთებს ურთიერთობებს, ახალ ნაცნობობას და ერიდება კონფლიქტებს. მათი ყველაზე დიდი შიში – სიმარტოვეა.
8.მორიელი
მორიელებს სიახლოვე აშინებთ. მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი სივრცის ქონა, სადაც განმარტოებას მოახერხებს თავის აზრებთან და გეგმებს დააწყობს. ასეთ ადგილს მორიელები საკუთარ გულშიც ქმნიან და ისეთ საიდუმლოებებს ინახავენ, რომელთა გამხელაც აშინებთ.
9.მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ყველაზე მეტად თავისუფლების დაკარგვა აშინებთ. არაფერი უნდა ზღუდავდეს მათ მოქმედებებს და არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპრესია ეწყებათ.
10.თხის რქა
თხის რქა ამბიციური, გაბედული და მიზანსწრაფულია. ვერ მიაღწიოს მიზანს – ეს უდიდესი სირცხვილია მისთვის. ამიტომ, ყველაზე მეტად მათ მარცხის ეშინიათ.
11.მერწყული
მერწყული ადვილად ამყარებს კონტაქტს და ყველას უზიარებს თავის ჩანაფიქრებს. მათ აშინებთ, რომ აზრის გამოხატვა შეიძლება შეუზღუდონ და უნიკალურები არ გამოჩნდნენ სხვის თვალში.
12.თევზები
თევზები – შემოქმედებითი ნიშანია, რომელიც თავის ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს. მიწაზე დაშვებას მათ მკაცრი რეალობა ან საქმე აიძულებთ. ის კი ეწინააღმდეგება და კვლავ ღრუბლებში აფრენას ან წყალში ჩაყვინთვას ცდილობს. მათ პასუხისმგებლობის აღება აშინებთ, რადგან ეს მათ ილუზიებს ანგრევს.