ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი ტრაგიკულად დაეღუპა, ავტოავარიაში გარდაცვლილ ელენე მეგრელიშვილის მამას მიმართავს – რას წერს შვილდაღუპული მამა?

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ შვი­ლი ტრა­გი­კუ­ლად და­ე­ღუ­პა, ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის მა­მას “ფე­ის­ბუ­ქით” მი­მარ­თავს:

“ჩემ­ზე ზუს­ტად არა­ვის ეს­მის ამ წამს თქვე­ნი ოჯა­ხის ტკი­ვი­ლის. პირ­და­პი­რი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით მო­ზი­ა­რე ვარ თქვე­ნი უბე­დუ­რე­ბის! სუ­ლის სიმ­ტკი­ცეს გი­სურ­ვებთ! ისევ და ისევ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის! ანა Anna Kartlelishvili გე­ვედ­რე­ბი იცო­ცხლე” – წერს პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ შო­თი­კო პეტ­რი­აშ­ვი­ლი მისი სახ­ლის მე­სა­მე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და. მან აორ­ტა და­ი­ზი­ა­ნა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. რაც შე­ე­ხე­ბა ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვილს, ის კო­ა­ლი­ცია “ცვლი­ლე­ბის­თვის” შტა­ბის წევ­რი იყო. ელე­ნე და შტა­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რი კა­ხე­თი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც ავა­რი­ა­ში მოყ­ვნენ. ელე­ნე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. მძი­მეა ანა ქარ­თლე­ლიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა. მას ორი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.