ვერძი
ჰორიზონტზე ახალი ადამიანები და ახალი შესაძლებლობები ჩანს, რომლებიც აქამდე არ იყო. ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და ძველი ოცნებები აისრულოთ. რისკების და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ – სასარგებლო გამოცდილება მიზანთან დაგაახლოებთ.
კურო
სამსახურში წესები არ დაარღვიოთ და ძველი, კარგად ნაცნობი ხერხებით იმოქმედეთ. თქვენი სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა აუცილებლად დაფასდება, მთავარია, გარშემო მყოფებზე ზეწოლა არ მოახდინოთ და მათ ინტერესებს პატივი სცეთ.
ტყუპები
თუ სწორად იმოქმედებთ, შეიძლება ამ დღეს რომელიღაც ძველი ოცნება აგიხდეთ. კარგი დღეა ძველი, მოსაწყენი საკითხების მოგვარებისა და სამუშაო განრიგის მოწესრიგებისთვის. ყველაფერი იღონეთ, რომ ოჯახის წევრებს შორის კამათი და გაუგებრობა დაასრულოთ.
კირჩხიბი
გარემოებები თქვენ წინააღმდეგაა, ამიტომ ეცადეთ, წარუმატებლობასა და სირთულეებს მშვიდად შეხვდეთ. სარისკო ან სახიფათო საქმეში მონაწილეობის სურვილმა შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შეიძლება ფული უხარისხო და უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ.
ლომი
ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში სარგებელი ნახოთ და მცირე წარუმატებლობის გამო არ ინერვიულოთ. ახალი პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადეთ და მთელი ყურადღება პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე გადაიტანეთ. შესაძლოა, თქვენი გარემოცვიდან ვიღაც ძალიან გაღიზიანებთ, მაგრამ ეცადეთ, საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ.
ქალწული
ეცადეთ, ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილებს მოერიდოთ. დაწყებული საქმის დროულად დასრულება გიჭირთ, რადგან ყოველ ნაბიჯზე გაუთვალისწინებელ სირთულეებს აწყდებით. შესაძლოა, საკუთარი დავალებების ნაწილი კოლეგებს ან ახლობლებს გაუნაწილოთ – ისინი იმედს არ გაგიცრუებენ.
სასწორი
თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება ვიღაც განსაკუთრებულს შეხვდეთ და დაიწყოთ ურთიერთობა, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. ახლობელი ადამიანის სიტყვა ან მოქმედება პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
რუტინული სამუშაო და წვრილმანი საქმეები დიდ დროს წაგართმევთ. თუ დახმარება გჭირდებათ, ძველ მეგობრებს მიმართეთ. დროა, საკუთარი ცხოვრება უსარგებლო ნივთების ან ადამიანებისგან გაათავისუფლოთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ურთიერთობებში გულწრფელობა გამოიჩინოთ და დანაპირები შეასრულოთ. მოერიდეთ სამსახურებრივი რომანის დაწყებას, რომელიც ბევრ პრობლემას შეგიქმნით და შეიძლება, თქვენი ავტორიტეტი მიწასთან გაასწოროთ.
თხის რქა
ახალ ნაცნობებს სიფრთხილით მოეკიდეთ – შესაძლოა, რომელიმემ თქვენი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სცადოს. დაიცავით საკუთარი აზრი როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. თუ შესაძლებელია, საღამო მარტოობაში გაატარეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ სიმშვიდე დაიბრუნოთ და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.
მერწყული
ამ დღეს ნებისმიერ სიტყვას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. უწყინარმა შენიშვნამ შეიძლება სერიოზული კამათი გამოიწვიოს, რაც თქვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობას გააფუჭებს. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ძველი, რთული დავალება დაასრულოთ.
თევზები
გირჩევთ, ახალი პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ვარსკვლავების განლაგება არახელსაყრელია. ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.