არასამთავრობო ორგანიზაცია „სკა ფაუნდეიშენ საქართველოს” თავმჯდომარე გურამ აბულაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.
„გიგა…. ასეთი ნიჭიერი, მიზანდასახული და კარგი ადამიანი…”.
„მხოლოდ ერთხელ მყავს პირადად ნანახი, მაგრამ ისე მჯეროდა მისი, ისე მომწონდა, რასაც აკეთებდა… მშვიდად განისვენე. იმედია, შენი დაწყებული საქმე ბოლომდე მივა”.
„ჩემი წილი ბედნიერება წაიღო და გაფრინდა“
„ასეთი ხალხი არ უნდა მიდიოდნენ ასე ადრე”,- წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხისა და ინდივიდუალური მხარდაჭერის სერვისების უზრუნველსაყოფად გიგა აბულაძემ “გიგას ჰაბის” სახით საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რომლის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდა.