ვერძი
მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს. მეტი მოთმინება გამოიჩინეთ და ნუ გაღიზიანდებით უამრავი საქმეების გამო, რადგან თქვენ ახლა ფუნდამენტს დებთ სამომავლო შემოსავლებისთვის.
კურო
აქტუალურია ოჯახთან დაკავშირებული საკითხები. იზრუნეთ და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ. თავი შეიკავეთ სახლში ნებისმიერი სახის ცვლილებებისგან.
ტყუპები
ძველი საქმეები ხვალიდან ნელ-ნელა გამოიღებს თავის შედეგებს. ყველაფერთან ერთად, საძირკველს ჩაუყრით პერსპექტიულ მომავალს. დღეს კი აუცილებლად განიტვირთეთ, მნიშვნელოვანი კვირა იწყება და ემოციური სტაბილურობა აუცილებელია.
კირჩხიბი
გაბედულად დაიცავით თქვენი უფლებები. ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს, პირველ რიგში, ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ის დაგაყენებთ სწორ გზაზე. დღეს განტვირთვა აუცილებელია.
ლომი
შეეცადეთ, დროულად გაუმკლავდეთ გადადებულ საქმეებს, ეს, ახლო პერიოდში, თქვენგან შრომისმოყვარეობასა და მოთმინებას მოითხოვს, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.
ქალწული
მეტი ძალისხმევა გამოიჩინეთ იქ, სადაც გრძნობთ, რომ სასიკეთო მიმართულებით შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი შესაძლებლობები. მოთოკეთ ამბიციები და მოუფრთხილდით ზედმეტ ხარჯებს.
სასწორი
ეს დღე თქვენგან სწორი არჩევანის გაკეთებას მოითხოვს, იყავით მზადყოფნაში გაუთვლელი და საინტერესო მოვლენებისთვის. დაისვენეთ, ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.
მორიელი
მშვიდად და გულისყურით ჩაუღრმავდით თქვენს პრობლემებს, მეტი დრო დაუთმეთ პირად ინტერესებს, საქმეები ჩვეული რიტმით ვითარდება. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.
მშვილდოსანი
კონცენტრირდით ყველაზე მნიშვნელოვანზე, კარგად გაიაზრეთ და აქტიურად წარმოაჩინეთ თქვენი იდეები და პროექტები. მოლაპარაკებები და შეთანხმებები თქვენთვის სასიკეთოდ და შედეგიანად წარიმართება. არ დაგავიწყდეთ დასვენება, წინ მნიშვნელოვანი კვირაა.
თხის რქა
ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. მიეცით სხვებს საშუალება, რომ დახმარება გაგიწიონ, ნუ გგონიათ, რომ თქვენზე უკეთ ვერავინ მოაგვარებს პრობლემებს და რთულ საკითხებს შედეგიანად ვერ გადაჭრიან.
მერწყული
თუ საჭირო იქნება, უარი არ თქვათ მეგობრების დახმარებაზე. თქვენს ცხოვრებაში ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან და საჭირო როლს ითამაშებენ.
თევზები
სამსახურეობრივ საქმეებზე დიდი დროის ხარჯვა შინაურების განაწყენებას და გაღიზიანებას გამოიწვევს. არ დაგავიწყდეთ, რომ მათაც უნდა დაუთმოთ სათანადო დრო და ყურადღება.