2024 წლის 8 ოქტომბერს ტოლიატში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 13 წლის გოგონამ 2 უმცროსი და – 2 და 5 წლის ბავშვები მოკლა. გამომძიებლების თქმით, სკოლის მოსწავლემ ბავშვებს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ცხედრები კი აივანზე გაიტანა და მათ დამალვას ცდილობდა… განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი გოგონას რეაქციაა. მას შემდეგ, რაც მან დანაშაული ჩაიდინა, სახლიდან მშვიდად გავიდა და მეგობართან ერთად სასეირნოდ წავიდა….
ცოტა ხნით ადრე მოკლული გოგონების დედამ, ირინამ (სახელი შეცვლილია), პარტნიორი იური სახლიდან გააძევა. ამის მიზეზი მუდმივი კონფლიქტები, ღალატი და მამაკაცის მხრიდან სასტიკი მოპყრობა იყო. ქალი საბავშვო ბაღის აღმზრდელი იყო და ტოქსიკური ურთიერთობის დასრულება უნდოდა. მოძალადე მამაკაცს რამდენჯერმე დაშორდა, მაგრამ კაცი სახლში ბრუნდებოდა და ირინაც პატიობდა.
ირინამ სხვადასხვა მამაკაცისაგან 5 შვილი გააჩინა. უფროსი ქალიშვილი 18 წლის არის, უმცროსი ორი წლის იყო. ის, ვინც მკვლელობა ჩაიდინა, 13 წლის გახლავთ, ერთ უფროს ღვიძლ დასთან და ორ პატარა ნახევარდასთან, ასევე დედის ახალ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა. სამწუხაროდ, გოგონას მამინაცვალი ნამდვილი ტირანი იყო, დედა კი, მიუხედავად აგრესიისა და ღალატისა, მაინც პატიობდა.
ვიდრე 13 წლის მოზარდი ნახევარდებს დახოცავდა, იქამდე მათ სახლში მივიდა ქალი, რომელიც მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებდა. მოზარდმა უთხრა, რომ მშობლები სახლში არ იყვნენ და კარი მიუხურა. ტრაგედიის შემდეგ კი, მეზობლებმა თქვეს, როგორ დაინახეს გოგონა მეგობრებთან ერთად. მათი თქმით, ის ისე იქცეოდა და მხიარულობდა, თითქოს არაფერი მომხდარა… ბავშვების ცხედრები აივანზე 10 წლის დამ აღმოაჩინა.
რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. ახლა მოზარდს ფსიქოლოგები აკვირდებიან და ფსიქიკური აშლილობის შესაძლო ნიშნებზე მიუთითებენ… ახლობლები 13 წლის მოზარდს მშვიდ ადამიანად ახასიათებენ და ამბობენ, რომ გოგონას ხატვა უყვარდა და მეგობრებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ახლა გამომძიებლები გოგონას ტელეფონს, მიმოწერებს გულდასმით ამოწმებენ და განიხილავენ იმ ვერსიასაც, ხომ არ ჰქონდა ბავშვს ვინმე ისეთთან ურთიერთობა, ვინც დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგა.
მოზარდს ფსიქოლოგებიც აკვირდებიან და თუ მას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა, დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა მოუწევს. მეზობლები, ახლობლები და ოჯახის წევრები მომხდარს დღემდე ვერ იჯერებენ…