მსახიობი მაკა ძაგანია ოჯახთან ერთად რამდენიმე წელია საცხოვრებლად სოფელში გადავიდა და სოფლის მეურნეობაში მეუღლესთან ერთად აქტიურად არის ჩართული.
მსახიობი გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ მიიწვიეს, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. გარდა ამისა, მაკამ გარდაცვლილი მამაც გაიხსენა.
„ძალიან ცუდად ვიყავი, მივხვდი, რომ ასე ცხოვრება აღარ მინდოდა. მამაჩემი იყო ძალიან ცუდად, მახსოვს სიცოცხლის ბოლო პერიოდში მომიტრიალდა და მკითხა, ბედნიერი ხარო? მივხვდი, რომ უნდა მომეტყუებინა და მეთქვა ბედნიერი ვარ -მეთქი.
ძალიან მეშინოდა მეორე ოჯახის შექმნისას. როცა სტრესული ურთიერთობაა, ცუდად გახსენდება რაღაცები, ძალიან რთულია იმავესთან შეჯახება.
8 წლითაა ჩემზე პატარა და ვეუბნებოდი, გეხვეწები, შემეშვი -მეთქი“, – ამბობს მაკა ძაგანია.