20 წლის ქართველი პატიმარი გოგო ციხიდან მოდის ჩვენებაზე წაიყვანეს და უცებ იქვე ამნისტიით გაათავისუფლეს – ვინ არის ბედნიერი გოგონა და რამდენი წელი ჰქონდა დარჩენილი?

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ქალმა მსჯავრდებულებმა საკუთარი ხელით შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს.

ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს.

განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა ღონისძიების ფინალი – ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, „ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა:

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი წერს, მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად 2 წელი ჰქონდა დარჩენილი.

“ეს არის 20 წლის მარიკო. უსაყვარლესი გოგო, რომელიც მოხდა ისე, რომ აღმოჩნდა ციხეში… სამწუხაროდ, არავინ იცის როდის, რა შეიძლება მოგვივიდეს. მე ვარ ორგანიზატორი ამ ღონისძიების, რომელიც უპრეცენდენტოა.

ჩატარდა “ლიდერ ქალთა საზოგადოების” ინიციატივით და იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საპატრიარქოს მხარდაჭერით.

ჩვენ გამოვიყვანეთ N5 სასჯელაღრულების დაწესებულებიდან 20 მსჯავრდებული რამდენიმე საათით და მათ მიიღეს მონაწილეობა დეფილეში მათივე შეკერილი ლუქებით. რაც ბუნებრივია, ჩვენ დავაორგანიზეთ… და მოხდა საოცრება… ღონისძიების ბოლოს სასჯელაღსრულებამ მიიღო გადაწყვეტილება და მარიკო გაათავისუფლა. დარჩენილი ჰქონდა 2 წელი”.