რამდენიმე დღეში სავსემთვარეობაა – როგორ უნდა მოვიქცეთ და რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელოდება ფინანსური წინსვლა რომელიც მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

თევზები

სავსე მთვარე თქვენი შემოსავლის სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური კუთხით საქმე იმაზე გაცილებით კარგად წარიმართება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. ეს შეიძლება, კარიერულ წინსვლას, მოულოდნელ ბონუსს, საკუთარ საქმეში გამართლებას დაუკავშირდეს. ამავდროულად, როგორც ასტროლოგები ამბობენ, 17 ოქტომბრის სავსემთვარეობა დიდ ძალასა და შემართებას მოგცემთ, რომ საბოლოოდ გადაჭრათ ის საკითხები, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ღელავთ, მაგრამ მოგვარების გზები ვერ იპოვეთ.

ტყუპები

სავსემთვარეობა თქვენი მეგობრებისა და საზოგადოების სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური წარმატება სწორედ ამ წრეს შეიძლება, დაუკავშირდეს. ერთობლივი საქმე წამოიწყოთ ან არსებულ პარტნიორობაში ნახოთ მეტი მოგება. ასევე, შესაძლოა, სოციალური ქსელებიდან უფრო მეტ პოპულარობას მიაღწიოთ და შემოსავალიც სწორედ სოციალურ ქსელებში აქტიურობით გაგეზარდოთ

ქალწული

სავსემთვარეობა თქვენი ფინანსების, დაზღვევისა და გადასახადების სექტორში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეიცვალოს. მიიღოთ დიდი თანხა ჰონორარის ან ჯილდოს სახით, ან შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში რაიმე ფინანსური ციკლი წარმატებით დასრულდეს. მაგალითად, შესაძლოა, დაფაროთ ვალი ან რომელიმე საქმემ, პროექტმა, რომელსაც ახორციელებთ, მნიშვნელოვანი მოგება მოგიტანოთ.