გარდაიცვალა საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ ქუმარიტაშვილი. სამწუხარო ინფორმაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს საციგაო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს“,- წერია სამძიმრის წერილში.