თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მრავალსართულიან კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება იყო, რის გამოც, ორი ადგილობრივის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ცნობისთვის, ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.