არსებული ინფორმაციით, სამხატვრო აკადემიის აივნიდან გოგო გადავარდა და დაიღუპა. როგორც თვითმხილველი palitravideo-ს უყვება, აკადემიაში welcome party მიმდინარეობდა.
“საშინელი ტრაგედია მოხდა სამხატვრო აკადემიაში რამდენიმე საათის წინ…
ეზოში ისხდნენ და უცებ ატყდა ამბავი. გოგონა მე-2 სართულის აივნიდან გადავარდნილა. სასწარფო 5 წუთში მისულა, ცოცხალი იყო, თუმცა კლინიკაში მისვლამდე გარდაიცვალა,” – უყვება წყარო palitravideo-ს.
როგორც palitravideo-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.