გუშინ, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში გავრცელდა პაპარაცული ფოტო, სადაც ცნობილი მსახიობი და ინფლუენსერი შორენა ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად ჩანს. შეგახსენებთ, რომ Ambebi.ge ჯერ კიდევ ორი თვის წინ გიყვებოდათ, რომ შორენას რჩეული ქართველი ბიზნესმენი იყო, 23 წლიანი ასაკობრივი სხვაობით.
მაშინ, მამაკაცის სახელი და გვარი არ გამოგვიქვეყნებია, თუმცა მას შემდეგ, რაც წყვილის ფოტოები საჯაროდ გავრცელდა, შორენას იდუმალ მამაკაცზე მოგიყვებით.
ვინ არის ცნობილი ქართველი ქალის ბიზნესმენი რჩეული
წელიწადზე მეტია, რაც შორენა ბეგაშვილი ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული. ურუშაძეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მისი სახელითა და გვარით გუგლის საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძიება გაგიჭირდებათ. არ იძებნება ასევე ურუშაძის ფოტოები.
Companyinfo-ზე ვკითხულობთ, რომ ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
წყარო გვიყვება, რომ წყვილს შორის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემაა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ერთად არიან, ძველებურად შეყვარებულები რჩებიან, ბევრს მოგზაურობენ და საყვარელი მამაკაცი შორენას ხშირად ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით.
ბეგაშვილს გავრცელებულ ფოტოზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 65 წლის ბიზნესმენისა და 42 წლის მსახიობის ცხოვრებაზე ბოლო დროს თბილისში ბევრს ჭორაობენ.
ხოტა ხნის წინ, შორენა წერდა, რომ ერთ-ერთ ვიდეოზე, სადაც მისი სახლი ჩანს, კომენტარების შინაარსმა გაოგნებული დატოვა:
“კომენტარები ჩამიგდეს ამ ვიდეოდან, რა გჭირთ ხალხო, დამშვიდდით, დედისტოლა ქალები ხართ, დაოკდით.! კაცუნებზე არაფერს ვამბობ, პირველად ვნახე, ადამიანს სახლის მილოცვაზე უწერდნენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიო. ჩემო კარგებო, მე ჩემი ჯოჯოხეთი გამოვიარე. მაგით ვერ შემაშინებთ, სხვა დანარჩენები – ჩემზე კარგები და პატიოსნები რომ ხართ, მე ნუ მაბრალებთ თქვენ დამპალ ცხოვრებას”, – წერდა შორენა სოციალურ ქსელში.
წყარო: ambebi.ge