მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რცხვენია იმ გადაცემის წაყვანის, სადაც წლების წინ კესარია აბრამიძე ჰყავდა სტუმრად. მსახიობი მოკლულ ტრანსგენდერ ქალს ბოდიშს უხდის გადაცემაში დასმული კითხვების გამო.
„წლების წინ, კესარია იყო სტუმრად „სიმართლის დროში”. ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი გადაცემა ალბათ, არც არასოდეს წამიყვანია. იმ დღესვე ბოდიში მოვუხადე და იმ დღიდან დავიწყეთ მეგობრობა. დღესაც სახალხოდ გიხდი ბოდიშს, იმ გულისამრევი გადაცემისთვის. და თუ რამე ვისწავლე იმ დღეს, არასდროს უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს.
იმდენად ამაზრზენი ვიყავი, ყურში ჩაძახილის გამეორებით და რასაც და როგორც გეკითხებოდი, ამდენი წლის მერეც ვერ ვინელებ ამ ყველაფერს. მიყვარხარ და ალბათ, ვერც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შენ იმ დღესვე მაპატიე”, – ამის შესახებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.