კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სენაკიდანაა. მშობლიურ სენაკში მის ოჯახთან დაახლოებულ პირებს საუბარი არ სურთ, თუმცა გაირკვა, რომ ბექა ჯაიანის და კესარია აბრამიძის სახლი სენაკში პარალელურ ქუჩებზე მდებარეობს.
„კესოს დედა სენაკიდანაა, ბებია გენო ადამიას ქუჩაზე ცხოვრობს, ხოლო ბექას ბებია შენგელიას ქუჩაზე. ფაქტობრივად, სამეზობლოა. ბექამ სენაკში დაამთავრა მე-7 საჯარო სკოლა.
ახლა ბექას სახლში ცხოვრობს ბებია, მამა შემდუღებელი იყო, პატიოსანი კაცი, ახლა იქ არ ცხოვრობს. კესოს დედა აქაურია, გენო ადამიას ქუჩიდან და გათხოვილი იყო ვანში. რა გაცნობა უნდოდათ კესოს და ბექას, მეზობლები იყვნენ.
ბექა რამდენიმე წელია თბილისში გადავიდა, მანამდე აქ სენაკში ებრაელ ბიზნესმენებთან (ხუნდიაშვილებთან) მუშაობდა პირად დაცვაში, მერე მათ ღვინის ქარხანა გააკეთეს და საბოლოოდ მგონი ისრაელში წავიდნენ. ისე ბექა უმეტესწილად კესარიასთან ცხოვრობდა ბინაში.
ახლა სად მუშაობდა ბექა ნამდვილად არ ვიცი“, – უთხრა ინფორმირებულმა წყარომ „პრაიმტაიმთან“.
წყარო: პრაიმტაიმი