სამცხე – ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, ჯგუფი “ქუჩის ბიჭების“ ყოფილი წევრი ზურა ხაჩიძე სოციალუ ქსელში წერს, რომ ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთმა მედია საშულებამ მისი ცუდად ყოფნის შესახებ გაავრცელა სიცრუეა და თავს კარგად გრძნობს:
“გუშინდელი ღამიდან არ გაჩერებულა ტელეფონი და ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა ჩემზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციით. მადლობა ღმერთს კარგად ვარ და მტრის ჯინაზე კარგად ვიქნები. უბრალოდ ვერ ვხდები ესეთი რამე რატო უნდა მოგინდეს ადამიანს, ან ვის ტვინში იხარშება მსგავსი სიბოროტე. მადლობა ყველას სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის.”