პაკისტანში 8 წლის გოგონა ოჯახმა, სადაც ის არალეგალურად მუშაობდა, იმიტომ მოკლა, რომ მას გალიიდან თუთიყუშები გაექცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
კვირა დღეს გოგონამ, სახელად ზოჰრამ, თუთიყუშის გალია გახსნა, რათა მათთვის საკვები დაეყარა. თუთიყუშებმა კი ამ დროს დრო იხელთეს და გალიიდან გაფრინდნენ.
ოჯახი, სადაც ზოჰრა მუშაობდა ცხოველების გაყიდვით იყო დაკავებული მომხდარის გაგების შემდეგ მათ ზოჰრა იქამდე სცემეს, სანამ გოგონამ გონება სრულად არ დაკარგა.
შემდეგ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
საავადმყოფომ მომხდარი სასწრაფოდ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც მათ დამნაშავეები დააკავეს.
„როდესაც გოგონა საავადმყოფოში მიიყვანეს ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მას დაზიანებები სახეზე, ხელზე, ფეხებსა და ნეკნებზე აღენიშნებოდა. მას დაზიანებები ჰქონდა თეძოზეც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, შესაძლოა, გოგონას სექსუალური შეურაცხყოფაც მიაყენეს“,- აცხადებენ პოლიციის განყოფილებაში.
ზოჰრა ოჯახში ბავშვს უვლიდა, სანაცვლოდ კი ისინი გოგონას სწავლის ფულს უხდიდნენ.