კახეთში ყურძნით დატვირთული მანქანა დაიწვა – დაზარალებულის დასახმარებლად სოფლის მოსახლეობა ინფორმაციას ავრცელებს

გუშინ არხილოსკალოს ბენზინგასამართ სადგურთან ყურძნით დატვირთულ მანქანაში ბენზინი აალდა – ამის შესახებ ფეისბუქის გვერდი „დედოფლისწყაროს ახალი ამბები“ წერს:

გუშინ არხილოსკალოს ბენზინგასამართ სადგურთან ყურძნით დატვირთულ მანქანაში ბენზინი აალდა.

სხანძრო სამაშველო მანქანა იქვე 5 წუთის სავალზეა,მალე მივიდა,მაგრამ სახანძრო შლანგი ვერ გახსნეს.

ისევ მეხანძრეებმა და ხალხმა იყოჩაღეს და წყალი ვედროებით ზიდეს და ხანძარი ისე ჩააქრეს.

სოფლის მოსახლეობამ დაზარალებულის დაასახმსრებლად  ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:

“ჩვენო თანასოფლელებო, ჩვენო მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ, გულთან მიტანოთ ვაჟა წიკლაურის გულის ტკივილი. 

    ის რომ თითოეულ  თეთრს აგროვებდა, რათა გაემართა და მუშა მდგომარეობაში ჰყოლოდა ოჯახის მარჩენალი მანქანა. 

   ძნელია დანაკარგი უბედური შემთხვევით გამოწვეული, ( ყურძნით დატვირთული მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.) 

   ძნელია, როცა გიყვარს შენი საქმე და ხელი მოგეცრება. მანქანის აღდგენაში როგორც შეგვიძლია გთხოვათ დავეხმაროთ. 

მცირედი შეიძლება ჩვენთვის არაფერი იყოს, ბევრი მცირდი ერთად კი ამ ადამიანისათვის მოტივაცია იქნება. ( შეგახსენებთ, რომ მას აქვს თავის ოპერაცია გაკეთებული.) 

   ნუ  გავასულერთებთ, დავეხმაროთ ერათობით და ადამიანობით. 

        სიკეთე გადამდებია ! 

        სიკეთე გადაგვარჩენს !

        სიკეთე არ იკარგება !

  საქართველო ბანკი:

GE79BG0000000602553494

  ლიბერთი ბანკი: 

GE26LB0211154077040000

პირადი ნომერი: 14001025916

მიმღები: ბიჭიკო წიკლაური”

ნამდვილად,სიკეთე გადამდებია და დედოფლისწყაროელებო და არა მარტო დედოფლისწყაროელებო,ვისაც რამდენი შეგიძლიათ  დავეხმაროთ.