“პენსიონერ ბებოს ფული აკლდებოდა -კესომ ფარმაცევტს უთხრა …” – რას იხსენებს კესარია აბრამიძეზე მისი მეზობელი?

მოქალაქე ელენე ნანობაშვილი სოციალურ ქსელში, მოკლულ კესარია აბრამიძეზე წერს:

“კესო ჩვენი მეზობელი იყო დიდ დიღომში… ხშირად მხვდებოდა მაღაზიებში, აფთიაქში… ბოლოს “ჯი-პი-სი”-ში შემხვდა…რიგში ვიდექით ერთად, პენსიონერ ბებოს ფული აკლდებოდა, 3 დღის სამყოფი მაქვს, მერე რა ვქნაო ჩაილაპარაკა… კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო… ადამიანი იყო… კეთილი ”ადამიანი!!!”