თბილისში, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს.
მისი ცხედარი სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე აღმოაჩინეს.
ესარია აბრამიძის მკვლელობას ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:
„ძალიან ვწუხვარ კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. იმ ხალხის გამოც არანაკლებ ვწუხვარ, ვინც, ზუსტად ვიცი, ახლა იქედნური ქირქილით ჯოჯოხეთში მიუჩენს ადგილს“, – წერს გიორგი კეკელიძე.
„აი კესო ნამდვილად არ იმსახურებდა სიკვდილს! მართლა არავის არაფერს უშავებდა“, – წერს ნათია ბერიძე.
„გასკდა გული უბრალოდ რატომ?!“, – წერს გიორგი ნაზღაიძე.
„ღმერთო რა ხდება ჩვენს თავს არ მინდა დაჯერება“, – წერს მარიტა როხვაძე.
შეგახსენებთ, რომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.