(ვიდეო) “პოლიციამ ყველაფერი იცის” – რას ამბობს პოლიცია კესარიას მკვლელობის საქმეზე – ცნობილია ახალი დეტალები

„პოლიცია მუშაობს, აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე… ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით“ – აი რას ამბობს თეიმურაზ კუპატაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე.

შეგახსენებთ, რომ კესარია აბრამიძე მოკლეს, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

როგორც ცნობილია მკვლელობა მის ბინაში მოხდა.

გამოიძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

კესარია აბრამიძემ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც 26 წლის ბექა ჯაიანთან ერთად ხელჩაკიდებულია.

ბექა რატის ბარის თანამშრომელი და კესარიას მეგობარი ბიჭი გახლავთ.

ის კესარიას მკვლელობისთვის იძებნება და სავარაუდო მოტივი სწორედ ფეისბუქზე განთავსებული ფოტო გახდა.