ვიდეო: “ძალადობდა მასზე ხშირად..მეზობელმა გადაარჩინა” – რას ყვება კესარიას ახლობელი

„ძალადობდა მასზე ხშირად, მეზობელმა გადაარჩინა. კესარია რომ იყო ძალადობის მსხვერპლი ამას თავად წერდა სოციალურ ქსელში. საქართველოში ქალები არიან დაუცველები, ამ ეტაპზე მეც მემუქრებიან მკვლელობით“ – აი რას ყვება კესარია აბრამიძის ახლობელი

შეგახსენებთ, რომ კესარია აბრამიძე მოკლეს, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

როგორც ცნობილია მკვლელობა მის ბინაში მოხდა.

გამოიძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

კესარია აბრამიძემ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც 26 წლის ბექა ჯაიანთან ერთად ხელჩაკიდებულია.

ბექა რატის ბარის თანამშრომელი და კესარიას მეგობარი ბიჭი გახლავთ.

ის კესარიას მკვლელობისთვის იძებნება და სავარაუდო მოტივი სწორედ ფეისბუქზე განთავსებული ფოტო გახდა.

ვიდეო: