“რა სამწუხარო და თავზარდამცემი ამბავია!” – ვინ იყო კაცი, რომელიც ბათუმში, ლიფტის შახტაში ჩავარდა და დაიღუპა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტაში შუა ხნის კაცი ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილია თენგიზ ზენაიშვილი.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ამავე კორპუსში იყო დასაქმებული.

“ვაიმე თენგო.. ვერ ვიჯერებ.. გითანაგრძნობთ გოგოებო.. ახლობლებო… სიტყვებს ვერ ვპოულობ ან როგორ უნდა თქვა.. არ ვიცი არ ვიცი.. ნათელში იყოს მისი სული.. ია გამძლეობა”

“რა სამწუხარო და თავზარდამცემი ამბავია! როგორ მეწყინა! ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას! ია, თანაგიგრძნობ!”

“ვაიმეეე, თენგოო ეს რა გავიგეე, შენთან სიკვდილს რა უნდოდა?”

“ვიზიარებ ოჯახის წევრების და ახლობლების მწუხარებას. წარმოუდგენელია, რომ თენგო ჩვენს გვერდით აღარ იქნება…”

“ვუთანაგრძნობ ყველას. საუკეთესო მეუღლე და მამა.ნათელი და სანთელი თენგოს სულს ჩემო გოგო, ია შენ გამძლეობა მოგცეს ღმერთმა” – წერენ დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში.