„გადაღება გვქონდა ერთ, ძალიან პრესტიჟულ კაფეში. „პროფილი“ ცნობილი გადაცემა იყო და სიხარულით დაგვთანხმდნენ. როდესად დაინახეს კესო, გადამღები ჯგუფი უშვერი სიტყვებით გამოაგდეს“ – მაია ასათიანი

მაია ასათიანმა მოკლულ კესარია აბრამიძესთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა:

„გადაღება გვქონდა თბილისის ერთ, ძალიან პრესტიჟულ კაფეში. რადგან „პროფილი“ ცნობილი გადაცემა იყო, გადაღებაზე სიხარულით დაგვთანხმდნენ. როდესად დაინახეს კესო, ჩვენი გადამღები ჯგუფი უშვერი სიტყვებით გამოაგდეს კაფედან. მათ არ უნდოდათ, რომ ტრანსგენდერი ქალი მათ ტერიტორიაზე შესულიყო. მე რადგან ჟურნალისტი ვარ, გადავწყვიტე ეს კადრები გამესაჯაროვებინა, რაზეც კესარიამ მთხოვა, რომ ეს არ გამეკეთებინა. კესოს არ უნდოდა, რომ მის ტრანსგენდერობაზე რამე უარყოფითი თქმულიყო. ის ყველაფერს პოზიტიურად უყურებდა. კესოსნაირი ადამიანები, მმართველმა პარტიამ კანონგარეშედ გამოაცხადა“, – თქვა მაია ასათიანმა.