გურჯაანში ავარიის დროს დაღუპული ელენეს მეგრელიშვილის დედა ემოციურ მიმართვას და ფოტოს აქვეყნებს – რას წერს გუშინ დაკრძალული გოგოს მშობელი? (+ფოტო)

14 ოქტომბერს, გურჯაანში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ელენე მეგრელიშვილი დღეს დაკრძალეს. ელენეს დედა ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს, მინაწერით –  „გაფრინდა მარადისობაში”

ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი, ხოლო მისი მეგობარი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.