23 წლის ქსენია ვოდიანიცკაიას და მის მეუღლეს, კირილს, ქორწილიდან დაბრუნებისთანავე ტრაგედია შეემთხვათ. ქსენია მრავალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
წყვილი რუსეთში, პეტერბურგში ცხოვრობდა. პოლიციამ გარდაცვლილის ქმარი დაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ინციდენტი ამ დროისთვის უბედური შემთხვევის სახით განიხილება, თუმცა გამოძიება გრძელდება.