პატარა ვუნდერკინდი გუროს – გურამ მელქაძის შესახებ ადრეც ვწერდით. ქუთაისელ ბიჭუნას სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ და მისი ფენომენალური ნიჭით ირგვლივ ყველა გაოცებულია. ბავშვის ვიდეოებს მისი დედა – ლიკა მამაგეიშვილი სოციალურ ქსელში მუდმივად აზიარებს.
გურო უკვე 5 წლისაა და მის ცოდნაც დღითი დღე ღრმავდება – საკუთარი სურვილით ბევრ რამეს სწავლობს. დაინტერესებულია, გეოგრაფიით, ისტორიით, მათემატიკით, უცხო ენებით. უამრავ კითხვას სვამს და ყოველ კითხვაზე მიღებულ პასუხს ზედმიწევნით იმახსოვრებს. ბოლო დროს დიდ ინტერესს ჭადრაკის მიმართ იჩენს. ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამოვიდეს.
ambebi.ge გურამ მელქაძის დედას, ლიკა მამაგეიშვილს ესაუბრა. ქალბატონი ლიკა გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ვუნდერკინდი ბიჭუნას განვითარება და როგორია მისი ყოველდღიურობა.
– გურო თბილი, გონიერი და აქტიური ბავშვია. ხანდახან საერთოდ რომ არ ვიცი, ისეთ რაღაცას იტყვის ხოლმე…
– ვიცი, რომ ტელევიზიები მის მიწვევას ცდილობდნენ, მაგრამ ამაზე უარს ამბობს…
– კი. ყველანი ვეხვეწებით, მათ შორის, მეზობლებიც ეუბნებიან, მაგრამ არ გვთანხმდება. არც უფროსი შვილებისთვის დამიძალებია რამე და არც გუროს ვატან ძალას. იძულებით არაფერი კეთდება. მას არ აქვს გადაცემაში სტუმრობის სურვილი.
– როგორც თქვენი ვიდეოებიდან შევიტყვეთ, ბაღში მივიდა…
– ვიდრე ბაღში მივიყვანდი, ყოველდღე დილის 7 საათზე დგებოდა და მეუბნებოდა, – ადექი და ბაღში წამიყვანეო. ეგონა, ამ სიახლით, მის ცხოვრებაში რაღაც საოცრება მოხდებოდა, მაგრამ რომ წავიყვანე, რატომღაც ბაღის მიმართ ინტერესი დაეკარგა. 5 წლისაა, 5-6 წლიანების ჯგუფშია, თუმცა ინტერესის წყარო ბაღში რაღაც ვერ მონახა… მერე სულ “გაცივდა” და ამიტომ აღარ დაგვყავს. ახლა ვეუბნები, ერთი საათით მაინც რომ მიხვიდე-მეთქი? მინდა, რომ ცოტა ხნით მაინც დარჩეს იქ, კომუნიკაციისთვის აუცილებელია.
– დღესდღეობით წერა-კითხვის გარდა, პატარა გურომ რა იცის?
– ზეპირად იცის მსოფლიო რუკა – იცის სად მდებარეობს ნებისმიერი ქვეყანა, მისი დედაქალაქი, იცის კუნძულები. ამას წამიერად გიპასუხებთ, ყველაფერი გადაღეჭილი აქვს და ამ თემაზე დიდი სიამოვნებით საუბრობს. მუდმივად მეკითხება, – ლიკა, მკითხე, რაც გინდა და გიპასუხებო. არ იღლება. ასევე აღგიწერს ნებისმიერი ქვეყნის დროშას, თუ როგორია. ფოტოგრაფიული მეხსიერებაც აქვს. ძალიან უყვარს მათემატიკა. ხსნის ამოცანებს… ყველა მანქანის ემბლემა იცის.
ქვეშმიწერა იცის, ანგარიში, გამრავლების ტაბულა, X-იანი განტოლებები, ხსნის ამოცანებს… ამ ყველაფრის მიმართ ინტერესს თვითონ იჩენს. ამჟამად ისტორიითაა დაინტერესებული – მათ შორის, პირველი და მეორე მსოფლიო ომით. მამამისს, გოგას ეკითხებოდა – პირველი მსოფლიო ომი ავსტრია-უნგრეთმა რომ დაიწყო, მიზეზი რა იყოო?.. ისეთი ბედნიერი იყო, როცა გაიგო, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა… ძალიან უნდა საქართველომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს. პატრიოტია… ჩემი მეუღლე ამჟამად გერმანიაში და გუროს ვეუბნები წავიდეთ გერმანიაში-მეთქი, თავიდან კი, – იტყვის, კარგიო, მაგრამ მალევე მეუბნება, – არა, არა, ვერ წამოვალ, ლიკა, არ მინდა საქართველოს გარეშეო.
მეუბნებიან, ამდენი რამ რომ იცის, სკოლაში ადრე რატომ არ შეგყავსო? არასაბავშვო რაღაცები კი აინტერესებს, მაგრამ ასე ნაადრევად მაინც ვერ შევიყვან, ზედმეტად ვერ დავტვირთავ. ასაკით როცა მოუწევს, სკოლა, მაშინ მივა.
იმდენ რამეს იმახსოვრებს, ვფიქრობ, რომ მისთვის რაღაც სპეციალური სკოლაა საჭირო, რომ თავისი ინტერესის შესაბამისი ინფორმაციები მიიღოს. რასაც საჯარო სკოლა შესთავაზებს, შესაძლებელია, იმის მიმართ ინტერესი საერთოდ არ გამოხატოს. მოკლედ, ვფიქრობ, სპეციალიზებული სკოლაზე, სადაც ალბათ სწავლის დაწყების წინ შესაბამის ტესტირებას გაივლის და რასაც დაძლევს, ამა თუ იმ კლასში იმის მიხედვით დასვამენ. ვნახოთ, როგორ იქნება.
– ცნობილია, რომ უცხო ენებიც იცის.
– იცის გერმანული, მაგრამ უკეთესად ინგლისური ენა, რადგან ინგლისურენოვან გადაცემებს უყურებს და იქიდან ისრუტავს.
– თქვენი ვიდეოებიდან და მისი უნარების გამო გუროს ბევრი ადამიანი იცნობს. ქუჩაშიც ცნობენ, ხომ?
– კი, ცნობენ… გარეთ რომ გავდივართ, ვთქვათ მარკეტში მივედით, უცებ ისეთ რაღაცას იტყვის, ირგვლივ გაოცებულები უყურებენ ხოლმე… მარკეტში რომ შევდივართ, ვიყიდით რაღაცებს, მანამდე დახლებზე პროდუქტების ვადებს ნახავს, მერე მოლარეს გაატარებინებს, მარკეტიდან ხომ გამოვალთ და მეტყვის, – ლიკა, მომდევნო დღისთვის საჭმლის თანხა ხომ დაგრჩა? დიდი ადამიანივითა… ხალხს რომ ესმის მისი ეს ლაპარაკი, ეხვევიან, ეხუტებიან. თუ რამეს ეტყვიან, – არ შეწუხდეთ, არ შეწუხდეთო…მე მის ამ უნარებს ალბათ უკვე შევეჩვიე და ისე ვერ აღვიქვამ, როგორც სხვები.
თუ სადმე მივალთ, იტყვის, – უი, ეს სახლი აუშენებიათ, ახლა ამა და ამ ნომერი ავტობუსით უნდა წავიდეთ...
– ჭადრაკსაც უკვე კარგად თამაშობს, ხომ?
– კი, მასწავლებელთან მივიყვანე, აინტერესებდა. რამაზ ერაძესთან სულ ორი თვე იარა. მერე რაღაც ვეღარ ვატარეთ. ბატონმა რამაზმა გვთხოვა, მოგვიყვანეთ, შეიძლება, 8 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდესო. თავადაც ჩემპიონია, დედაც ჭადრაკის პედაგოგი ჰყავს. გურო რომ გაკვეთილზე იყო ხოლმე, ბატონი რამაზი დედას ეუბნებოდა, რეკორდის მოწმე ვართო. ცნობილი მაგნუსი რომაა, ასე სწრაფად ის ვერ ამოხსნის ამ ამოცანას (სპეციალურ ამოცანებს აკეთებინებდა), შეხედე, რა ხერხს მიაგნოო…

მე ჭადრაკი არ ვიცი და დამსვამს – თავის თუ ჩემს სვლებს თვითონ აკეთებს. ონლაინ რომ ეთამაშება ადამიანებს, იქიდანაც ბევრი რამ გამოიმუშავა. ამბობს, მსოფლიო ჩემპიონობა მინდა, მაგნუსი რომ დავამარცხოო… ახლა ბაღში წასვლის სურვილი თუ აღარ გამოთქვა, ისევ ჭადრაკზე მივიყვან.
– ეზოს ბავშვებთან მეგობრობს?
– გიჟდება ბავშვებთან თამაშზე, მათთან ერთად კლასობანას, დამალობანას, ფეხბურთის თამაში უყვარს. სულ სხვა ადგილზე თუ ვართ, უცხო ბავშვებიც რომ დაინახოს, მაშინვე მათკენ გარბის. ძალიან კომუნიკაბელურია. უყვარს საინტერესო ადამიანები…
თუ ვიდეოს ჩაწერა არ უნდა, ვერ ჩავწერ…
ძალიან უყვარს მცენარეები, ხეებს ეხუტება, ცხოველებს ქუჩაშიც ეფერება, ფისო ავად გაგვიხდა, ვეტერინართან რომ წავიყვანეთ, ექიმს ეკითხებოდა – რენტგენს რომ გადაუღებთ, ხომ არ ეტკინებაო.
რა მანქანაც გვქონია, წარმოიდგინეთ, თითოეული რა ნომერიც იყო, სულ ახსოვს, ასევე ყველას ტელეფონის ნომრები აქვს დამახსოვრებული. როდის, სად, რა ტანსაცმლით ვიყავით, ისიც ახსოვს. მერე ვამოწმებ, ფოტოებზე, თუ ფოტოც გვაქვს იქ გადაღებული და გაოცებული ვრჩები.
– დებთან როგორი ურთიერთობა აქვს?
– საოცრად უყვარს ისინი. გოგოები თბილისში არიან, სწავლობენ და მუშაობენ კიდეც. ნინი 20 წლისაა, მარი – 25-ის. თუ თავისი თემებით მათაც დააინტერესებს ხოლმე, სიხარულით მეცხრე ცაზეა. დები რადგან მთელი დღის განმავლობაში დაკავებულები არიან, ეს მესიჯებს უტოვებს და როცა უპასუხებენ, უბედნიერესია. მესიჯებს ინგლისურად უტოვებს და ნინისაც უყვარს ინგლისურად კომუნიკაცია, თან კარგად იცის. მერე პირისპირაც წყალივით საუბრობენ.
გიჟდება ბაბუაზე, ანუ მამაჩემზე – სამსახურში რომ მიდის, გულაჩუყებული აცილებს, მომენატრებიო. დედაჩემის საფლავზე წასვლასაც მთხოვს ხოლმე.
– თქვენი ოჯახის როლი მისთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია…
– სხვანაირად არ შეიძლება, ჩემს აღზრდაში ჩემს ბებია-ბაბუას დიდი წვლილი მიუძღვით. მით უფრო, რომ განათლებული ხალხი იყო, დამსახურებული… პეწი, სახლის მოვლა, წესრიგი, მცენარეების და ცხოველების სიყვარული, ადამიანური სითბო, მაღალი ღირებულებები მათგან მოგვყვება. ვცდილობ, ეს ყველაფერი ჩემს შვილებამდეც მივიტანო.
წყარო: https://www.ambebi.ge/