ავტოავარიის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი, დაიღუპა.
ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, კუმბრიაში, Toyota-სა და Skoda-ს მარკის ავტომობილებს შორის შეჯახება მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, გლაზგოდან მომავალი 4 ადამიანი – მამაკაცი, ქალი და მათი 2 შვილი – შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
ავარიას ასევე Skoda-ს მძღოლი [მამაკაცი] ემსხვერპლა.
მესამე ბავშვი, რომელიც Toyota-ით მგზავრობდა, ნიუკასლის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.